Digest Logo

„გენერლები ანგარიშებს სწორედ მას აბარებენ“ - კიმ ჩენ ინმა 13 წლის ქალიშვილს სარაკეტო პროგრამის კურირება დაავალა

1772023640
კიმ ჩენ ინ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, 13 წლის ქალიშვილს, კიმ ჩჟუ ე-ს ქვეყნის სარაკეტო პროგრამის კურირება დაავალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხზე Nexta Live გავრცელდა.

სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩჟუ ე უკვე ჩართულია სარაკეტო უწყების მუშაობაში. ფორმალურად ამ სტრუქტურას სხვა მაღალჩინოსანი უდგას სათავეში, მაგრამ ხშირად გენერლები ანგარიშებს სწორედ კიმ ჩენ ინის შვილს აბარებენ.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ძალაუფლების გადაბარებისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს. ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის შვილი ნელ-ნელა სამხედრო ვერტიკალში შეჰყავთ და მის სახეს ქვეყნის ბირთვულ-სარაკეტო პოტენციალთან აკავშირებენ.

კიმ ჩჟუ ე ბოლო დროს სულ უფრო ხშირად დადის მამასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, ძირითადად, სამხედრო წვრთნებზე და იარაღის გამოცდაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება სატურნის ვერძში გადასვლა ნეგატიური/ დადებითი? - უჩა სიხარულიძის განმარტება

„წამებისაგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება, არასოდეს არ უნდა გაჩერდეს შენი ქრისტესთან მყოფობის მდგომარეობა“ - თეოდორე გიგნაძე

„თვითგვემა, საკუთარი თავის დადანაშაულება არასოდეს არის გამოსავალი!“ - რას წერს ფსიქოლოგი ნანა ფიფია