Digest Logo

„წამებისაგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება, არასოდეს არ უნდა გაჩერდეს შენი ქრისტესთან მყოფობის მდგომარეობა“ - თეოდორე გიგნაძე

1772019753
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„დახედეთ საათს, წამები მიდის.

გავიდა ერთი წამი, ორი წამი, გავიდა მესამე წამი — ეს წამები აღარასოდეს დაგიბრუნდება.

ამ წამებისაგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება.

— რამდენი წამი გავიდა?
— ხუთი წამი გავიდა

და ქრისტე არ მახსოვდა...

და ჩვენ რომ ვამბობთ — „არცერთი წამი ქრისტეს გარეშე“, ეს მეტაფორა კი არ არის — სინამდვილეა.

ამის მიღწევა ერის ადამიანისთვისაც შესაძლებელია. როგორც გული არ ჩერდება შენი, როგორც სუნთქვა არ ჩერდება შენი, ისე არ უნდა გაჩერდეს შენი ქრისტესთან მყოფობის მდგომარეობა, არასოდეს არ უნდა გაჩერდეს,
არცერთი წამი დასაკარგავი არა გვაქვს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თვითგვემა, საკუთარი თავის დადანაშაულება არასოდეს არის გამოსავალი!“ - რას წერს ფსიქოლოგი ნანა ფიფია

🎥 რა განსხვავებაა ინფექციას, ვირუსსა და გაციებას შორის? რატომ მომრავლდა ანტიბიოტიკებზე რეზისტენტობა საქართველოში - ექიმის გაფრთხილება!

🎥 აუცილებელია თუ არა ორგანიზმისთვის ტემპერატურა? - „შეიძლება სერიოზული გართულება გაიპაროს, ისე დამძიმდეს პაციენტი, რომ...“