Digest Logo

გერმანიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ცივი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

1745058248
ცივი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

გერმანიაში, ქალაქ როხლიცში სუპერმარკეტთან დანით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ DW იტყობინება.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა სუპერმარკეტიდან გამოსული 59 წლის ქალი დანით დაჭრა. თავდამსხმელმა ქალის დასახმარებლად მისული სუპერმარკეტის თანამშრომელიც დაჭრა.

თავდამსხმელმა დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

ორივე დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უცნობია დანაშაულის მოტივი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მზე სამი დღით წყვეტს თავის მოძრაობას...“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში