Digest Logo

გერმანიაში გამართული ფესტივალის შემდეგ 300-მდე ადამიანმა მოწამვლის სიმპტომით ექიმებს მიმართა

1713965880
ნემსი ექიმი

გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში გამართული ფესტივალის შემდეგ 300-მდე ადამიანმა მოწამვლის ნიშნებით ექიმებს მიმართა. ინფორმაციას European Pravda გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შტუტგარტის ჯანდაცვის დეპარტამენტი ფესტივალის სტუმრებისგან სულ უფრო მეტ შეტყობინებას იღებს. ისინი, სავარაუდოდ, ფესტივალზე ერთ-ერთი კარვის მონახულების შემდეგ უცნობი კუჭ-ნაწლავის ვირუსით დაინფიცირდნენ.

მედიის ცნობით, რომელ კარავზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. სიმპტომები „ვირუსულ დაავადებაზე მიუთითებს“. პირველი ნიმუშები ახლა ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პირველი შეტყობინებების მიღებისთანავე სურსათის კონტროლისა და ჯანდაცვის დეპარტამენტი ადგილზე მივიდა, რათა შეემოწმებინა ჰიგიენა და საკვების ნიმუშები აეღო.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ვირუსის შეკავება და ინფექციის წყაროს პოვნაა“, - განაცხადა ქალაქის საკრებულოს სპიკერმა.

როგორც European Pravda წერს, მანამდე ჩეხეთის ჯანდაცვის უწყებამ მოსახლეობა ყივანახველას გავრცელების შესახებ გააფრთხილა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ინტენსიური ხველება ახასიათებს. გავრცელების ასეთი მაჩვენებელი 1960-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

წელს ჩეხეთში ამ ინფექციური დაავადებით 3 ადამიანი გარდაიცვალა. მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ.

გასულ წელს ხორვატიის ჯანდაცვამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყივანახველას ყველაზე დიდი აფეთქების შესახებ განაცხადა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შვილი გააჩინა, ჩადგა ფორმაში და კლუბიდან არ გამოსულა“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე 20 წლით უმცროს ყოფილ ცოლზე

🎥 არსებობს თუ არა „სული“, რომელიც ნივთებს აადგილებს და როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

⭕ „ფუთავენ, აბულინგებენ, ყველაფერზე მიდიან, რომ ისე გამოჩნდნენ თითქოს ძალიან ბევრნი არიან და ნერგავენ ქვეყანაში რევოლუციურ განწყობას - ეგენი არიან უსამშობლო ნაბიჭვ*ები!“ - ლაშა ბასლანძე ოპოზიციურ მედიაზე