Digest Logo

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

1746212469
გერმანიია

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რამდენიმე კი - მსუბუქად.

ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა, ის დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება.

შტუტგარტის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტი ოლგაეკის რაიონში მოხდა და ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებოდნენ.

ინციდენტში მონაწილე ავტომობილი, Mercedes G-Class luxury SUV, შემთხვევის ადგილზე, ტრამვაის გაჩერებასთან ახლოს დატოვეს. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ტრამვაის გაჩერებაზე მოძრაობა შეჩერებულია. ამასთან, შტუტგარტის ცენტრში მოძრაობის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ გამოძიებას“, - განაცხადა პოლიციამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღემდე მაქვს ეს კომპლექსი, განსაკუთრებით მამაკაცებთან ურთიერთობაში“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

⭕40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული - პედოფილიაში ბრალდებულის საქმის ახალი დეტალები

⭕„ძალიან გამახარა ყოველმა თქვენმა მოლოცვამ და თბილმა სიტყვებმა“ - ზუკა ხუციშვილი