Digest Logo

Google-ს რუსეთიდან თანამშრომლები ეტაპობრივად გაჰყავს

1648021370
გუგლის საძიებო ველი

ამერიკული კომპანია Google ეტაპობრივად გადაჰყავს თანამშრომლებს რუსეთის ფარგლებს გარეთ. ინფორმაციას რუსული მედია ბლუმბერგზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg აღნიშნავს, რომ Google-ის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ აკეთებს განცხადებას. 

მანამდე Google-ის კუთვნილმა YouTube-მა განაცხადა, რომ რუსულ სამთავრობო მედია გამოცემებსა და ტელევიზიებს ანგარიშებს დაუბლოკავს.

ასევე შეაჩერა მონეტიზაციის ყველა მეთოდი თავის პლატფორმაზე რუსეთში და დაიწყო კონტენტის წაშლა უკრაინაში ომის თემაზე.

14 მარტს „როსკომნადზორმა“ Google-ს მოსთხოვა აღედგინა წვდომა Gosteleradiofond არხებზე YouTube ვიდეო ჰოსტინგზე.

შეგახსენებთ, 8 მარტს „როსკომნადზორმა“ კომპანია Meta-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის ინსტაგრამის დაბლოკვის შესახებ განაცხადა.

14 მარტს 00:00 საათზე ინსტაგრამი რუსეთში დაიბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იყო სახალხო არტისტი და ახლა ვინაა? არავინ!“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვოლოდიმირ ზელენსკიზე

🔵„დაჯდა და თვალცრემლიანი დიდხანს უყურებდა. თითქოს გივიმ გაიყოლა ლეილას ნახევარი გული, უფრო არსებობდა მის მერე, ვიდრე ცხოვრობდა“ - ანო მაისურაძე

🔵„ჩვენს თავს რადგან არ ინგრევა მარიუპოლის დრამატული თეატრი, დილის ყავის არომატით გაბრულებულები „ვსქროლავთ“ იქაურ ამბებს“ - ნანა გეგეჭკორი