ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს ორი მინიატიურული რობოტი, რომელთა გამოყენებაც გულის საშიში ინფექციების სამკურნალოდ იქნება შესაძლებელი. დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის რობოტები მიზნად ისახავს მედიკამენტების პირდაპირ გულის ინფიცირებულ უბანზე მიწოდებას, რაც მკურნალობის ნაკლებად ინვაზიურ მეთოდს გვთავაზობს.
მკვლევრების მიერ შემუშავებულ სისტემაში ერთი რობოტი გულის ქსოვილს ემაგრება და თავის ადგილზე ფიქსირდება. მეორე რობოტი მაგნიტური ველების დახმარებით აღწევს ამ რობოტამდე და კონტროლირებადი წესით გამოყოფს მის მიერ გადატანილ პრეპარატს. საჭიროების შემთხვევაში, წამლის გადამტანი რობოტი შეიძლება მოიხსნას და ახლით ჩანაცვლდეს. რობოტების მოძრაობა კონტროლდება სხეულის გარედან მოწოდებული ელექტრომაგნიტური ველებით, შესაბამისად, მათ არ სჭირდებათ საკუთარი ძრავები ან ბატარეები.
ექსპერიმენტებში წარმატებული შედეგები იქნა მიღებული.
სისტემა ხელოვნური გულის მოდელზე გამოიცადა. ექსპერიმენტებში რობოტების მაგნიტური დოკინგი 100%-ით წარმატებული იყო, ხოლო გამოყოფის პროცესი 93%-ით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ წამლის მიმწოდებელ რობოტს სამი საათის განმავლობაში სითხის კონტროლირებადი გამოყოფა შეეძლო.
ტექნოლოგია სპეციალურად განკუთვნილია ისეთი სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ინფექციური ენდოკარდიტი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს გულის შიდა გარსი და სარქვლები. ამ დაავადების დროს ბაქტერიები გროვდება გულის ქსოვილში, რაც იწვევს ინფექციებს, რომელთა მკურნალობა რთულია.
პაციენტები, როგორც წესი, კვირების განმავლობაში იღებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ინტრავენურად, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახალი მეთოდი მომავალში საშუალებას მოგვცემს, პრეპარატები პირდაპირ ინფექციის ადგილზე მივაწოდოთ, რაც მკურნალობის დროს შეამცირებს. თუმცა, კვლევა ჯერ კიდევ ლაბორატორიულ ფაზაშია. საჭიროა შემდგომი ექსპერიმენტები იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა რობოტებს უსაფრთხოდ და ეფექტურად იმუშაონ ნამდვილ გულზე, განსაკუთრებით გულისცემის დროს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „12 საფლავი გაქურდა, ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - რა მოხდა ზესტაფონში
🎥 როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სწორად სახის ფორმის მიხედვით - რჩევები სტილისტ ნიკა პალიევისგან