Digest Logo

🎥 იცოდით, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ არსებობს მეორადი უშვილობის განვითარების რისკი? - რას ამბობს მანანა მგალობლიშვილი

1792048285
მანანა მგალობლიშვილი

მანანა მგალობლიშვილი არის ცნობილი ქართველი ექიმი-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი. იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საკეისრო კვეთამ შესაძლოა, მეორადი უშვილობა გამოიწვიოს:

„საკეისრო კვეთა სერიოზული ოპერაციაა, მისი ჩატარება უნდა მოხდეს სამედიცინო ჩვენებით, თუმცა მას ატარებენ პაციენტის სურვილით ან ისეთი მიზეზით, რაც სამედიცინო ჩვენებას არ წარმოადგენს.

ნებისმიერი ლაპარატომიული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში ჩნდება შეხორცებები, ეს ფიზიოლოგიურია და ეს არის ორგანიზმის რეაქცია ჩარევაზე, ეს დაცვითი რეაქციაა. 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სწორად, იდეალური დაცვით ტარდება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩნდება შეხორცებები და თუ ის იმ ადგილას მოხვდა, სადაც კვერცხუჯრედი ან სპერმატოზოიდი გადაადგილდება, შესაძლოა მან გაართულოს შეხვედრის, განაყოფიერების მოვლენა, შედეგად არ დადგება ორსულობა“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სწორად სახის ფორმის მიხედვით - რჩევები სტილისტ ნიკა პალიევისგან

🎥 ქეთი ძიგუა 31 წლის გახდა - როგორ აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილის მეუღლემ დაბადების დღე

⭕„ეს დღე ინტუიციას, შინაგან სიმშვიდესა და შთაგონებას უკავშირდება“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕