Digest Logo

🎥 როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სწორად სახის ფორმის მიხედვით - რჩევები სტილისტ ნიკა პალიევისგან

1792047257
ნიკა პალიევი

ვარცხნილობის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია. მისი შერჩევისას მხოლოდ „ტრენდები“ არ არის მნიშვნელოვანი ან ის, თუ რა მოგვწონს. სწორედ შერჩეულ ვარცხნილობას შეუძლია სახის ნაკვთები გამოკვეთოს, ვიზუალი უფრო ჰარმონიული გახადოს და ჩვენი ინდივიდუალურობაც უფრო წარმოაჩინოს.

როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით, როგორი ვარცხნილობა მოგვიხდება - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტილისტი ნიკა პლიევი საუბრობს:

„სანამ სახის ფორმებს განვიხილავთ, მინდა, გითხრათ ზოგადი ტენდენციები საით მიედინება 2026-ში. წელს შემოდის მოდაში ძალიან საშუალო სიგრძის თმა, არა რადიკალური. მოკლე ვარცხნილობებში შენარჩუნებულია დინამიკა ანუ თმა არ უნდა იყოს აპარსული, არ უნდა იყოს უხეში ელემენტები შეტანილი და უფრო სირბილე და ჰარმონია შემოდის ტენდენციებში. 

რაც შეეხება როგორ შევარჩიოთ სწორად ჩვენი სახის მიხედვით და როგორ მოვიყვანოთ ჩვენი სახე სრულ ოვალში, აქ უკვე ავხსნით, როგორ დავადგინოთ ჩვენი სახის ტიპი, როგორი სახის ტიპი გვაქვს და რა ნიუანსი უნდა შევიტანოთ.

ვიღებთ ნიკაპს, შუბლის მთავარ ფორმას, ყველაზე მაღალ წერტილს, კუთხეებში შეთხელებულ ადგილებში დავსვავთ წერტილებს, შემდეგ ღაწვებზე და ყბის ძვალზე, ვაერთებთ ამ წერტილებს და რა ფორმასაც მივიღებთ, იმ ფორმის ტიპის სახე გვაქვს“, - ამბობს ნიკა პლიევი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთი ძიგუა 31 წლის გახდა - როგორ აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილის მეუღლემ დაბადების დღე

⭕„ეს დღე ინტუიციას, შინაგან სიმშვიდესა და შთაგონებას უკავშირდება“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის ნოვატორის“ ჯილდო გადაეცემა

✕