„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰანიე თავის დაცვასთან ერთად მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის დროს მოკლეს.
ისმაილ ჰანიე ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში იმყოფებოდა.
ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თათა გიორგობიანის შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა