ჯასტინ ბიბერის მეუღლე, 29 წლის მოდელი და ბიზნესმენი ჰეილი ბიბერი ჰყვება, როგორ შეიცვალა მისი ემოციური მდგომარეობა დედობის შემდეგ და რატომ გადაწყვიტა ქალთა ჯანმრთელობის პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. მისი თქმით, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას (PMDD) ებრძოდა.
დედობამ სრულიად ახალი გამოცდილება შესძინა და უფრო ახლოს დაანახა ის ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ქალი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ გადის.
მოდელმა ამ თემაზე Women's Wear Daily-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშობიარობის შემდეგ PMDD-ის სიმპტომები გაცილებით ინტენსიურად იგრძნო და სწორედ ამან უბიძგა, უფრო მეტი გაეგო ქალთა ჯანმრთელობის შესახებ.
„შვილის გაჩენის შემდეგ ამ მდგომარეობასთან მეც მომიწია გამკლავება და ამ თემაზე საუბარი და კვლევა ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა“, - აღნიშნა ჰეილიმ. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილების შესახებ ღიად საუბარი ეხმარება ქალებს, თავი მარტოსულად აღარ იგრძნონ.
„როდესაც შეგვიძლია, ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რასაც განვიცდით და რასთან გამკლავებაც გვიწევს, ეს გვაგრძნობინებს, რომ ამ რთულ გზაზე მარტო არ ვართ“, - ამბობს მოდელი.
2024 წლის 23 აგვისტოს მათ პირველი შვილი, ვაჟი ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინათ. დღეს წყვილი უკვე რვა წელზე მეტია დაქორწინებულია, ხოლო მათი ურთიერთობის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად სასიყვარულო ისტორიად რჩება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გოგრის შეძენისას მხოლოდ ფერს ნუ ენდობით“ - 7 რჩევა, რომელიც ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ
🎥 „ზამთრის ზღაპარი ბახმაროში“ - გივიკო დიდია დათოვლილი ბახმაროდან კადრებს გვიზიარებს