
ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა.
ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან 30 წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. იგი 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.
ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.
„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფაქტობრივად, თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება“ - რა გამოწვევის წინაშე დადგა ზურა მანჯავიძე
⭕„რომ არ ვუპასუხო დამწყევლის...“- ნუცა თოფურიას პირველი განმარტება მომღერალი მეგობრების შერიგებაზე
⭕ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიე სანთელი და ნახე რამდენად მომთმენი ხარ!