
ზურა მანჯავიძე ბაბუა გახდა. ყველასთვის საყვარელი მომღერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დადგა, რასაც დიდხანს ნატრობდა.
იგი ამ ემოციების შესახებ ჟურნალ „თბილსელებთან“ საუბრობს, გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:
„კარგა ხანია, ბაბუობისთვის მზად ვარ, მაგრამ დამიგვიანდა.
ძალიან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა და ეს დღეც დადგა. ვერ ვიტყვი, რომ უკვე ბაბუის როლში ვარ შესული, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ამ როლისთვის ვემზადები. ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ჯერ თვითონაც ვგრძნობდი, რა დამემართებოდა, მაგრამ ახლობლებისა და მეგობრებისგან, უკვე გამოცდილი პაპა-ბაბუებისგან რაც მესმის, ნელ-ნელა მეც ვისიგრძეგანებ ამ მდგომარეობას.
იმედი მაქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ჩვენთან და როცა თავის სახლში გადავლენ, მერეც ხშირად მომიყვანენ. იცით, რატომ მაქვს ამის იმედი, უკვე ვატყობ, რომ კარგი ცელქი და მოუსვენარი იქნება, ანუ, ნერვებს დააწყვეტს მშობლებს და გამოაქანებენ ხოლმე ჩემთან დასატოვებლად. (იცინის)
ფაქტობრივად, ახლა თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება დაბადებიდან – სიწმაწვილემდე, ანუ, ჩემი შვილიშვილის თანატოლი და თანამოაზრე ვიქნები. დიდი სიდინჯით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ახლა მთლად პატარა ასაკში გადავვარდები და ერთად გავიზრდებით. ბაბუა და პაპა ნომინალურად მერქმევა, თორემ ჩვეულებრივი ძმაკაცი ვიქნები, კლასელი, მეგობარი, კოლეგა და რაც დასჭირდება“, - ამბობს ზურა მანჯავიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რომ არ ვუპასუხო დამწყევლის...“- ნუცა თოფურიას პირველი განმარტება მომღერალი მეგობრების შერიგებაზე
⭕ნიცა თავაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს