
მომღერლების, მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ერთმანეთთან ურთიერთობა განსაკუთრებული სიყვარულით და მეგობრობით იყო ცნობილი საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროფესიული კუთხითაც ერთად ვითარდებიან და მღერიან, ბოლო პერიოდში მათ შორის თითქოს „შავმა კატამ“ გაირბინა და დისტანციაც კი იგრძნობოდა მეგობრებს შორის. გადაცემებშიც ცალ-ცალკე ჩნდებოდნენ და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო მათი გზები გაიყარა, ამაზე განმარტება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.
ცხადია მომღერალი „დუოს“ დაშლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მომხდარის შემდეგ პირველად, მარიამმა გადაცემაში „ნოესთან“ ნუცასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
„არ მეწყინა ნუცას კომენტარი. არავისგან არაფერი არ მწყინს, მათ შორის ახლობლებისგან. არ გაიყო გზები, დღემდე ჩემ გვერდით არის. რატომ ხდება ყველაფრის დრამატიზება ვერ ვხვდები“, - ამბობდა მარიამ შენგელია.
იმ მოვლენების შემდეგ მეგობრების „დუო“ ერთობლივი ვიდეოთი დაბრუნდა და მათმა გამოჩენამ საზოგადოების ეჭვები მათ დაშორებაზე გააქარწყლა.
ნუცა თოფურია გადაცემაში „დიდი ქვიზი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სწორედ აღნიშნულ თემაზე პირველი განმარტება გააკეთა წამყვანის შემდეგ შეკითხვაზე:
- პოლიტიკური შეხედულების გამო მეგობართან თუ დაგძაბვია ურთიერთობა?
რაზეც ნუცა თოფურია ასე პასუხობს:
„არ იყო ჩემი და მარიამის ურთიერთობა დაძაბული.
უბრალოდ შეიძლება ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო, როგორც ადრე იყავით ისე არ იყოთ, რაღაც პერიოდი, რადგან ბუნებრივად ისე ხდება, რომ არ გამოდის.
მე და მარიამი ორივე ვფიქრობდით, რომ ხალხი ყოველთვის ილაპარაკებს და გამოვიდეთ ახლა ჩვენ და „სნობურად“გავაკეთოთ რამე განცხადება, არ გვინდოდა. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ არასოდეს არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა და მაქსიმალურად ვიყავით ორივე ერთმანეთის ცხოვრებაში ჩართულები, ყველა დეტალში.
უბრალოდ იყო რაღაც რთული პერიოდი, როცა ეგრე მოხდა ბუნებრივად, როცა ვერ ვუგულშემატკივრეთ ერთმანეთს ასე საჯაროდ, მაგრამ მე ვიცი, რომ მარიამს სულ გვერდით ვუდგავარ და მთავარია ორივემ ვიცით ის, რომ ძალიან გულწრფელად გვიყვარს ერთმანეთი.
სხვათა შორის ბევრი ვიფიქრეთ, იმაზე თუ რომელი ტრენდით გამოვჩენილიყავით და მერე გადავწყვიტეთ უბრალოდ „ჩვენ დავბრუნდით“, - ამბობს ნუცა თოფურია.
ინტერვიუს განმავლობაში მარიამმა ნუცას „მესენჯერზე“ დაურეკა, რაზეც ნუცამ რეპლიკა გააკეთა: „რომ არ ვუპასუხო დამწყევლის“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: