Digest Logo

ინგლისში დაიჭირეს ფარშევანგი, რომელიც ერთ-ერთ სოფელში დადიოდა და სასოწარკვეთილი კივილით ცდილობდა დედლის პოვნას

1713973202
ფარშევანგი გალიაში

ინგლისში, გრეზვენდთან ერთ-ერთ სოფელში დაიჭირეს ფარშევანგი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში პარტნიორის პოვნას კივილით ცდილობდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უცნობია როგორ მოხვდა სოფელში ფრინველი, რომელსაც ადგილობრივებმა საატაი დაარქვეს. ის ხშირად სეირნობდა სახლების სახურავებზე, ადგილობრივები კი მას საკვებს უტოვებდნენ.

მაგრამ როდესაც ფარშევანგების გამრავლების სეზონი დადგა (აპრილიდან სექტემბრამდე) საატაიმ რეგულარულად და „სასოწარკვეთილად“ დაიწყო კივილი - სწორედ ასე იზიდავენ ფარშევანგები პარტნიორებს. რამდენიმე თვის შემდეგ ადგილობრივების მოთმინება ამოიწურა და მათ საატაის დაჭერა გადაწყვიტეს - დახმარებისთვის ცხოველთა დაცვის საზოგადოების სპეციალისტებს მიმართეს.

ისინი სოფელში ჩავიდნენ და დედალი ფარშევანგის ხმის ჩანაწერი ჩართეს. როდესაც ერთ-ერთ სახურავზე ჩასაფრებული საატაი მათ მიუახლოვდა, ის დაიჭირეს და ფარშევანგების თავშესაფარში გადაიყვანეს.

„საატაისთვის ყველაფერმა ყოველგვარი სტრესის გარეშე ჩაიარა. იმედია, თავშესაფარში გაიცნობს დედალს, რომელსაც ასე სასოწარკვეთილად ეძებდა“, - განაცხადეს სპეციალისტებმა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათიც შაბათია“ - მერაბ სეფაშვილის, კაკული და მიშელ გურიელაშვილების შესრულება

🔵 „კამათს იმის შესახებ, 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ შობა თუ 7 იანვარს, თუკი პოლიტიკურ სარჩულს გამოვაცლით, ვნახავთ, რომ არც ერთი არაა სწორი“ - ცვატა ბერძენიშვილი