„ირანი სრულად მზადაა საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობისთვის 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც აშშ ერთობლივად მასპინძლობს“, - ამის შესახებ ირანის სამთავრობო პრესსპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ს განუცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ღონისძიება გუნდის მონაწილეობისთვის.
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მოსალოდნელია.
ცნობისთვის, ტურნირი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მათი მონაწილეობა „სიცოცხლისა და უსაფრთხოების“ საკითხების გამო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისის მოსახლეობა დამოუკიდებლობის შემდეგ - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის დემოგრაფია
⭕ წაიკითხეთ ეს მადლიერება გულით: ეზოთერიკოსი დედამიწის საერთაშორისო დღეზე წერს
⭕ „თქვა უგუნურმა გულსა შინაა თვისაა — არ არისო ღმერთი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
წყარო: newshub.ge