Digest Logo

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

1713980080
ირანული სასამართლო

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ ირანელ რეპერ თუმაჯ სალეჰის, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტებს უჭერდა მხარს, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

33 წლის რეპერი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს საჯაროდ დაუჭირა მხარი და პროტესტების შესახებ რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა.

ირანული სამართალდამცავი ორგანოები სალეჰის „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“ ადანაშაულებდნენ, რისთვისაც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული.

2023 წელს რეპერს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენს მან ირანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აარიდა თავი. დღეს კი მისმა ადვოკატმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანის სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რეპერს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ადვოკატის თქმით, ის განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წლების წინათ ერთ დიდმოხელეს ვაჩუქე... ყველას მაგიდაზე უნდა იდოს“ - რას წერს გოგა ჩანადირი

„ბეტონის ღობის იქიდან ისმოდა პასუხი - მოკვდა... მაშინ ხმა არავის ამოუღია“ - გელა ზედელაშვილი

🎥 „შვილი გააჩინა, ჩადგა ფორმაში და კლუბიდან არ გამოსულა“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე 20 წლით უმცროს ყოფილ ცოლზე