Digest Logo

„ის მონსტრია... ყველაზე ცუდი ადამიანი...“ - ბეკჰემების დრამას ამჯერად ნიკოლა პელტცის თმის სტილისტი გამოეხმაურა

1769260701
ბეკჰემები ბეკჰემები

ვიქტორია და დევიდ ბეკჰემებსა და მათ შვილს, ბრუკლინს შორის დრამა გრძელდება. ბრუკლინის მეუღლის — ნიკოლა პელტცის წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდა მისი ყოფილი პარიკმახერი ჯასტინ ანდერსონი, რომელიც მასთან მუშაობდა „ტრანსფორმერების“ მეოთხე ნაწილის პრესტურის დროს.

მათი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ ანდერსონმა ნიკოლა საჯაროდ „მონსტრად“ და „ყველაზე ცუდ ადამიანად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მასთან „აღარასოდეს იმუშავებდა“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნიკოლამ თქვა, რომ ჯასტინმა თმის გაუფერულების დროს თმა დაუწვა. ახლა კი ცნობილმა ვარსკვლავმა სტილისტმა ვერ შეიკავა თავი და მილიარდერის ქალიშვილზე ბრუკლინ ბეკჰემის სკანდალური აღიარების ფონზე კომენტარი გააკეთა.

ჯასტინ ანდერსონმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ძალიან გაანაწყენა 26 წლის ბრუკლინის თავდასხმამ ვიქტორიასა და დევიდ ბეკჰემებზე. სტილისტის აზრით, ამ ნაბიჯისკენ ბრუკლინს მისმა მეუღლემ უბიძგა, ხოლო ვარსკვლავმა შვილმა ვერ გაითვალისწინა, რომ ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ დაიბრუნებდა, რადგან „ამ ყველაფერს მთელი მსოფლიო აკვირდება“.

„რატომ უნდა გააკეთო ეს? მე ვიცი, რატომაც გაკეთდა. როგორც ჩანს, ვიღაც მას უბიძგებს და ეუბნება: ‘ჯობია საჯაროდ რაღაც თქვა და ისინი ცუდი აკურსით წარმოაჩინო, რადგან მე არ მინდა ბოროტი ვიყო’,“ — დარწმუნებულია ჯასტინ ანდერსონი.

ანდერსონმა აღიარა, რომ მათი თანამშრომლობიდან წლების შემდეგაც არ შეუცვლია აზრი ნიკოლა პელტცზე და კვლავ „არასასიამოვნო ადამიანად“ მიიჩნევს. „იმის მიხედვით, რამდენი ქორწილის ორგანიზატორი გამოიცვალა, მგონია, რომ პრობლემა სწორედ მასშია. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგ ენერგიას არ ასხივებს“.

ნიკოლა პელტცისა და ბრუკლინ ბეკჰემის 2022 წლის ქორწილის შემდეგ პატარძალმა და მისმა მილიარდერმა მამამ ქორწილის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს.

ანდერსონი იხსენებს, რომ როდესაც პირველად გაიგო პელტცისა და ბეკჰემის ქორწინების გეგმების შესახებ, გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, ეს ამ ოჯახისთვის [ბეკჰემებისთვის] კარგს არაფერს მოიტანს. საშინელი ენერგია“.

„ამას რომ ვამბობ, დანაშაულის გრძნობაც კი არ მაქვს. როცა ადამიანი ცუდია, ეს ყოველთვის ზედაპირზე ამოდის. ამის დამალვა შეუძლებელია“, — განმარტა სტილისტმა.

ჯასტინ ანდერსონი ჰოლივუდში ცნობილი ვარსკვლავური სტილისტია და მუშაობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან მაილი საირუსი, კელი ოსბორნი, ჯენიფერ ენისტონი და კეტი პერი. 2014 წელს ის ნიკოლა პელტცის კოლორისტი იყო, როდესაც მსახიობი მონაწილეობდა ფილმის „ტრანსფორმერები: განადგურების ეპოქა“ პრესტურში, სადაც ერთ-ერთი როლი შეასრულა.

ანდერსონი პირველი არ არის, ვინც ბრუკლინის ოჯახთან კონფლიქტში ნიკოლა პელტცს ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ მას ინტერნეტშიც აკრიტიკებდნენ და გაახსენეს მისი რომანი ანვარ ჰადიდთან — მომხმარებლების აზრით, ნიკოლამ ისიც ოჯახთან დააპირისპირა, ისევე როგორც ბრუკლინი.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორიასა და დევიდ ბეკჰემის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა, რომელიც უკვე ერთი წელია მშობლებთან ურთიერთობას არ ინარჩუნებს, პირველად ისაუბრა კონფლიქტის მიზეზებზე. მან აღნიშნა მშობლების მხრიდან კონტროლი და თქვა, რომ მათთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი „მტკიცე ოჯახის“ იმიჯია. გარდა ამისა, ბრუკლინი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახი სძულს მისი მეუღლე ნიკოლა პელტცი.

თუმცა მის სიტყვებში უკვე იპოვეს უზუსტობებიც: პელტცის სტილისტმა ეჭვქვეშ დააყენა ბრუკლინის განცხადება, თითქოს ნიკოლამ საქორწინო კაბა „ბოლო წუთს“ აირჩია იმის გამო, რომ ვიქტორია ბეკჰემმა მისშეკერვაზე უარი განაცხადა. სინამდვილეში, ვალენტინოს კაბა ნიკოლასთვის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა. ცოტა ხნის წინ დევიდ ბეკჰემმაც პირველად ისაუბრა შვილებზე შვილის აღიარების შემდეგ, ხოლო ვიქტორია ბეკჰემი, როგორც ამბობენ, „სრულ შოკშია“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

⭕ჩინური ახალი წლის მთავარი იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები

⭕„შენს აღსარებას აზრი არ აქვს, თუ სახარებას არ კითხულობ...“ - თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.beaumonde.ge