57 წლის მოდელმა, ბრუკი შილდსმა აღიარა, რომ 30 წლის წინ მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი პირის მიერ.
People-ის რედაქტორ ლიზ მაკნილთან ბოლო ინტერვიუში შილდსმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ უამბო ფართო საზოგადოებას ამ ინციდენტის შესახებ მაშინ, როდესაც ეს მოხდა.
„მეგონა, არავინ დამიჯერებდა... მაშინ ხალხს არ სჯეროდა ამ ისტორიების. მე მეგონა აღარასდროს ვიმუშავებდი“,- აღიარა მოდელმა.
როგორც გამოცემა INSIDER-თან ინტერვიუში შილდსი აცხადებს, ძალადობის პერიოდში, მას კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა, სულ რაღაც 20 წლის იყო.
ინტერვიუში მოდელი, დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ჰოლივუდის გავლენიანმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომლის ვინაობასაც დღესაც არ ასახელებს, იგი ვახშამზე მიიწვია.
მოდელის ვარაუდით, ეს ვახშამი მის კარიერულ წინსვლაზე საუბარს უნდა დათმობოდა.
„სასტუმროს ოთახს ვათვალიერებდი, როდესაც ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი.
ვიფიქრე ერთხელ უარის თქმა, გასაგები იქნებოდა.
ამის შემდეგ ვფიქრობდი, მხოლოდ გამეძლო და იქიდან ცოცხალი წამოვსულვიყავი. ჩემი სული სხეულს გამოეთიშა, მთელი გზა ვტიროდი.
ტაქსი თავად გამოვიძახე და ჩემს თავს მთელი გზა ვუმეორებდი, შენ ეს არ გადაგხდენია, შენ იქ არ ყოფილხარ“, - განაცხადა მოდელმა.
როგორც 57 წლის მოდელი აცხადებს, აქამდე ჩუმად იმიტომ იყო, რომ ეს ისტორია მისთვის ძალიან მტკივნეული გასახსენებელია, თუმცა მისი თქმით, ახლა იმ მიზნით გაასაჯაროვა, რომ მსგავს სიტუაციაში მყოფ ქალებს დაუდგეს გვერდით და ვისაც მწარე სიმართლის აღიარება სურს, მხარი დაუჭიროს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ბევრ რამეში მეც არ დავთანხმებულვარ, მაგრამ ამ ქვეყნის განძი არიან ეს ადამიანები“ - ანი წითლიძე
🔵 „ჩემმა ბიჭმა ყოველი დღისთვის ფილმი დამიტოვა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიკო კვარაცხელიას დედა
🔵 „მეშახტეების მერე, ჟურნალისტებს უსკდებათ გულიო“ - რას ჰყვება ირმა ინაშვილი