„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტში ანი წითლიძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში, ცნობილი მწერლების წინააღმდეგ ნეგატიურ შეფასებებს ეხმაურება.
როგორც წითლიძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ მოსაზრებებს არ დასთანხმებია, მწერლებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი შეფასებით, „ამ ქვეყნის განძი არიან ეს ადამიანები“.
„საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს, ვის არა რომელიმე მათგანის შემოქმედება და პოლიტიკური პოზიცია.
ბევრ რამეში მეც არ დავთანხმებულვარ.
მაგრამ
ამ ქვეყნის განძი არიან ეს ადამიანები და ამათ კი არ უნდა ებრძოლო, უნდა მოუსმინო, ისწავლო, თუ არ ეთანხმები და არგუმენტები გეყოფა ეკამათო.
ყველა წუთი ამ სამეულთან ურთიერთობის არის განვითარების შესაძლებლობა“, - წერს წითლიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სულ მეუბნებოდნენ, როდესაც გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო...“ - გია ბაღაშვილი შვილებზე
🔵„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე