ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა დაამტკიცა.
Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა, მაგრამ ჯანმომ, ასევე, განაცხადა, რომ ის „შეიძლება გამოყენებულ იქნეს არადანიშნულებისამებრ“ ჩვილებსა და ბავშვებში, ასევე ორსულებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როდესაც სარგებელი აღემატება პოტენციური რისკები.
ჯანმო, ასევე, რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.
Bavarian Nordic-მა თქვა, რომ მას მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დამატებით 50 მილიონი დოზის მიწოდება შეუძლია. აღნიშნული კი „დამოკიდებულია მარეგულირებლის მიერ დამტკიცებასა და მოთხოვნაზე“.
მანამდე ფარმაცევტულმა კომპანიამ 2025 წლისთვის 13 მილიონი დოზის წარმოება გამოაცხადა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით