Digest Logo

ჯო ბაიდენი რომის პაპზე - ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო, იგი ყველას პაპი იყო

1745253880
ბაიდენი რომის პაპზე

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი, ჯო ბაიდენი რომის პაპის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მწუხარე გამოთქვა.

ჯო ბაიდენის თქმით, ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას.

„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. პაპი ფრანცისკე დაგვამახსოვრდება, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. ის ყველას პაპი იყო, ის ხალხის პაპი იყო“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შფოთვა და პანიკური შეტევა მხოლოდ ფსიქოლოგიური არ არის...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე B12 - ის ნაკლებობაზე?

🎥 როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეაში? - ფაქტები, რომლებზეც არავინ გიყვებათ

⭕გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დროს შემთხვევითი გამვლელიც დაიჭრა - ექიმის თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება