
ავსტრალიაში კაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც კენგურუ თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, 77 წლის კაცს კენგურუ სახლში შინაურ ცხოველად ჰყავდა.
ხანშიშესული კაცი მძიმე დაზიანებებით საკუთარ სახლში ნათესავებმა იპოვეს.
კაცისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაწევად მისულ მედიკოსებს, კენგურუმ მათ ხელი შეუშალა. სწორედ ამ მიზეზის გამო პოლიცია იძულებული გახდა კენგურუსთვის ესროლა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში დაახლოებით 50 მილიონი კენგურუ ცხოვრობს, რომელთა წონა 90 კგ-მდეა და სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება.
ავსტრალიაში 1936 წლის შემდეგ ეს პირველი ფატალური შემთხვევაა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ნინო ჩხეიძის ქმარი იუბილარია - როგორ მიულოცა მომღერალმა ქმარს დაბადების დღე