Digest Logo

კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვებით“ სუნთქავდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

1710396037
რკინის ფილტვები

კაცი, რომელიც 6 წლიდან "რკინის ფილტვების" დახმარებით სუნთქვადა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პოლ ალექსანდერი 1952 წლიდან პოლიომიელიტით იყო დაავადებული, რის გამოც, კისერს ქვემოთ იყო პარალიზებული და დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა.

ის სუნთქვას სპეციალურ მოწყობილობის, ლითონის ცილინდრის საშუალებით ახერხებდა. როგორც BBC წერს, წლების შემდეგ მან დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ მცირე დროით შეეძლო.

კაცს „რკინის ფილტვებით“ დაცული ჰქონდა სამართლის ხარისხი, იყო პრაქტიკოსი იურისტი და აქვეყნებდა მემუარებს. ის მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შესული, როგორც ადამიანი, რომელმაც ე.წ. რკინის ფილტვების გამოყენებით ყველაზე დიდი ხანი იცოცხლა.

1950-იან წლებში პოლიომიელიტის ვაქცინის გამოგონებამდე ე.წ. რკინის ფილტვების გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. BBC-ის ცნობით, 1960-იან წლებში ის სხვა მოწყობილობებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ალექსანდერმა მის შეცვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 აღმოსავლური ახალი წელი, ასტროლოგიური პროგნოზი და წარმატების მოზიდვის სხვადასხვა მეთოდები - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

„ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას“ - ლელიანის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მაქვს განცდები, ფიქრები და ეჭვები, რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, ჩემი შემოსავალი არ არის სტაბილური და რისკზე მივდივარ...“ - რას წერს თი მაჭავარიანი