სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხუციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენი სკოლის უნიჭიერესი და უერთგულესი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ხუციშვილის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლელიანის საჯარო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ყველა თანამშრომელი, ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - წერია სამძიმრის წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთი ხატიაშვილსა და დავით კაჭარავას ბიჭი შეეძინათ - ცნობილია, რა დაარქვა წყვილმა ჩვილს