თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა, - ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა.
🔵თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მიწისძვრის ზონაში არ არის ლავის ნაკადები, ვულკანური ფერფლი, ნავთობი ან გაზი.
„ეს სხვა არაფერია თუ არა მიწისძვრებით გამოწვეული უბრალო მასობრივი მოძრაობა. რეგიონში არ არსებობს ქანების სტრუქტურული ჯგუფი, რომელმაც შეიძლება ვულკანური ამოფრქვევა გამოიწვიოს.
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას იგივე ეფექტი აქვს, რაც 500 ატომურ ბომბს“, - აღნიშნა ორჰან თათარმა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი