Digest Logo

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი იაპონიაში ერთად გადაიღეს - წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს

1780485129
კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი საკუთარი ურთიერთობის დამალვას აღარ ცდილობენ. მიმდინარე წლის აპრილში, ჰოლივუდის ამ ორმა ვარსკვლავმა საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც ისინი „ქოაჩელას“ 2026 წლის მუსიკალურ ფესტივალზე, ჯასტინ ბიბერის კონცერტის შემდეგ, ჩახუტებულები შენიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პირველი საჯარო გამოჩენა იყო, ინსაიდერმა მალევე დაადასტურა, რომ წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა სინამდვილეში საკმაოდ დიდი ხანია, აკავშირებს.

„ისინი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად ერთობოდნენ და ერთმანეთს ახლოს იცნობდნენ“, - განუცხადა სანდო წყარომ გამოცემა People-ს.

ჰავაიზე გატარებული ერთობლივი შვებულებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, წყვილმა მორიგი ვოიაჟი იაპონიაში მოაწყო, რაც „ინსტაგრამზე“ატვირთული ახალი ფოტოთიც დასტურდება.

მართალია, უცხოეთში ყოფნისას ვარსკვლავები ტურისტულ ადგილებსაც აუცილებლად მოინახულებენ, თუმცა მათ ხელიდან არც ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა გაუშვიათ და ტოკიოში მდებარე ცნობილ რესტორან ეწვივნენ. მათი „ატრიის პაემანი“ რესტორნის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებულ სელფში აისახა, სადაც ჯენერი და ელორდი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად პოზირებენ.

ხშირი საჯარო გამოჩენის მიუხედავად, საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ ჯერ არცერთ ვარსკვლავს უსაუბრია. თუმცა, გარკვეულწილად, ეს ფოტო მათ მიერ ურთიერთობის „ინსტაგრამით“ ოფიციალურად დადასტურებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ პარიზში ერთ-ერთ ქუჩას ხვიჩა კვარაცხელიას სახელი დაარქვეს

⭕ გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ზესტაფონის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი

⭕ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს

წყარო: www.beaumonde.ge