ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-ი ინდონეზიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ქარხნის დიდი ნაწილი განადგურებულია. დაკარგულთა ნათესავები ქარხნის შესასვლელთან შეიკრიბნენ და თავიანთი ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.
სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა რიზკი დვიანტომ განაცხადა, რომ დაშავდა 4 ადამიანი, რომელიც ახლომდებარე საავადმყოფოსა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძრის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიქრები აკონტროლოთ“ - თაკო მელიქიშვილი 22 ნოემბრის ენერგიებზე