Digest Logo

ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დასახელდა - CNN

1704796117
ხარჩო CNN ხარჩო

CNN Travel-ზე მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების შესახებ სტატია მოამზადეს, სადაც 20 საუკეთესო წვნიანს შორის, ქართული ხარჩოც მოხვდა.

სტატიაში ხარჩოს შესახებ წერია, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. სწორედ ტყემლის სიმჟავე სძენს ამ მრავალფეროვნებას ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძს, თუმცა ხარჩოს განსაკუთრებულ არომატს, მაინც უცხო სუნელი ქმნის.

ოცეულში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს, ძაღლს რომ უყვარს, ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია...“- რას წერს გიორგი კეკელიძე

მარნეულში ნაწამები ცხოველი დაიღუპა - ბრალდებული პირი დაკავებულია

🎥 „ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება“- რას ჰყვება ჯემალ სეფიაშვილი შვილზე