31 იანვრის საღამოს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის ველიკი-ბურლუკის რაიონზე მიიტანეს შეტევა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:50 საათზე მტერმა ორი ავიაბომბი საავადმყოფოსკენ გაუშვა.
„განხორციელდა 38 ადამიანის ევაკუაცია, მათ შორის 33 პაციენტია, ხუთი კი დაწესებულების თანამშრომელი. ოთხ ადამიანს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა შენობისა ფასადი, სახურავი და ფანჯრები. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე“ - ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
⭕ მარგალიტებივით გამორჩეული ფილმების რეჟისორი, თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა
⭕ნუცა ბუზალაძემ 27 წლის იუბილე აღნიშნა - სად გადაიხადა მომღერალმა დაბადების დღე?