მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით, საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას:
ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნხენში.
მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები.
ამჟამად არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე.
გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და გულისხმიერებისთვის“, - წერს ანო მაისურაძე.
ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.
ამჟამად, კი იგი გერმანიაში მკურნალობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: