Digest Logo

ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

1682580244
ხერსონიხერსონი

ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რბოგდან ბიტიკი იტალიურ გამოცემა „რეპუბლიკას“ რეპორტიორს, კორადო ზუნინოს უკრაინის ომის გაშუქებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, იტალიელი ჟურნალისტი მხარში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე ცნობით, ორივე ჟურნალისტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, რომელზედაც ეწერა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს კიევში საელჩოს თანამშრომლებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა იტალიელი ჟურნალისტის ევაკუაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შოფინგით და ძვირად ღირებული სასტუმროებით მანებივრებს“ - ვინ არის კაცი, რომელიც კესარია აბრამიძესთან ერთად დუბაიში ისვენებს

🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი

🔵 ვინ არის გიორგი მახარაშვილი, რომელიც დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს - ცნობილი მომღერლის წარმატებული ცოლი და სიყვარულის ამბავი