UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ვეტერანმა მებრძოლმა კილიან მბაპეს, უსმან დემბელეს, ერლინგ ჰოლანდისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით ხვიჩა კვარაცხელიაც დააყენა.
„ადრე მომწონდა რონალდოს, ზიდანის, რონალდუსა და იბრაჰიმოვიჩის თამაში. ასევე მინდა გავიხსენო ვან ნისტელროიც - ძალიან გამიხარდა, როდესაც ის რეალში გადავიდა. დღეს საუკეთესოებად ვთვლი ვიტინიას, კვარაცხელიას, მბაპეს, დემბელესა და იამალს. მათ შემდეგ, მე-6 პოზიციაზე ჰოლანდს გავიყვანდი.
„პარი სენ-ჟერმენი“? ეს გუნდი თავიდან ბოლომდე ენრიკემ ააწყო. მას აქვს კარგი ურთიერთობა ყველასთან და ის წარმატებით უმკლავდება იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრია. ლუჩომ მოთამაშეები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო და პსჟ-სგან ნამდვილი მონსტრი შექმნა“, - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშვენიერი და მიმზიდველი“ - ბაბი კირკიტაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს
⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
წყარო: lagazzetta.ge