რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ ღამით, კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად საკუთარ სახლში დაიღუპა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვერა გირიჩი.
ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ალექსანდრ დიმჩენკომ გაავრცელა:
„ეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ჩემი კოლეგის, ვერა გირიჩის პატარა მანქანაა, რომლითაც მან რამდენიმე წლის წინ წაგვიყვანა ნემეშაევოში.
გვითხრა, თუ როგორ უნდა ვეძებოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა ვერა აღარ არის. მის სახლს რუსული რაკეტა მოხვდა, ვერა მთელი ღამე ბინაში იწვა და მხოლოდ დილით იპოვეს.
არ ვიცი როგორ გადმოვცე, თუ რა საოცარი ადამიანი აღარ გვყავს”, – წერს ჟურნალისტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი ამბები რუსეთიდან - ვიცი რომ მოუთმენლად ელოდით“ - სოსო გალუმაშვილი