Digest Logo

„არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან“ - რას ჰყვება პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ გრაფიტებს ხატავდა

1651136787
დივერსიული ნიშნები

თბილისში რამდენიმე დღე ეძებდნენ პირს, რომელიც კედლებზე ხატავდა. მათ ვინც ის დაიჭირა, ფიქრობდა, რომ კატების მხატვარს იჭერდა.

იყო ძალიან ბევრი ვერსია თუ რას ნიშნავდა გრაფიტი თბილისის ქუჩებში. „რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ე.წ. კატების მხატვარს, რომელიც ამბობს, რომ ნახატებზე კატები არაა.

22 აპრილს მას ჯერ მოქალაქეებისთვის მოუწია პასუხის გაცემა კედელზე ხატვის გამო, შემდეგ ის პოლიციამ დაკითხა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ის მოქალაქეებმა დაკითხეს.

გოგოლაშვილი გიორგი ვარ.

სადაური ხარ?

ახლა ჩამოვედი.

რაებს ხატავ?

მხატვარი ვარ.

და რატომ გარბოდი?

იმიტომ რომ მეშინოდა.

და ქუჩაში ხატვის არ გეშინია?

თქვენ ყვიროდით.

კარგი, პატრული მოვა და გაარკვევს.

„რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი გოგოლაშვილი საკუთარ თავზე ჰყვება.

„ჩემი სახელია გიორგი გიგოლაშვილი. თბილისში დაბადებული, პროფესიონალი არტისტი და გრაფიკული დიზაინერი ვარ. განათლება მივიღე ფინეთში. ცოტა ხნის წინ, მაგისტრის ხარისხი მივიღე სანქტ-პეტერბურგში.

ახლა აქ ვარ და გეტყვით, რატომ გავაკეთე, რაც გავაკეთე.

არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

როდესაც ფინეთში ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ რუსი ვარ.

რუსეთში ქართველი ვიყავი, აქ ჩამოვედი და ხალხის მტერი ვარ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

მე კარგი მოქალაქე ვარ, თუ არ ჩავთვლით, რომ ვხატავ და კი, მე ვხატავ კედლებზეც.
უბრალოდ ვსეირნობდი და ვფიქრობდი, სად დამეხატა.

აქ დავხატავ, ვიფიქრე ერთ ადგილას. საღამოს 10 საათზე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი ხალხის რაოდენობას ქუჩაში, რომ დასახატავად ჩავსულიყავი“, – ამბობს გიორგი გოგოლაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე

🔵„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა

🔵„რატომ უნდათ ახალგაზრდებს ბანკში დასაქმება მოლარე ოპერატორებად, მონურ ხელფასზე და დესპოტურ სამუშაო გარემოში? - ფსევდო-პრესტიჟი ახალგაზრდების ექსპლუატაციაზე დგას“ - ბაია პატარაია 

წყარო: www.radiotavisupleba.ge