Digest Logo

„აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია“ - ცაგარელის გაფრთხილება

1651134415
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

არ ღირს იმ საქმის დაწყება, რომელიც დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს წყენა და ეჭვიანობა, ბრაზი და ურთიერთპრეტენზიები. არაა გამორიცხული უმიზეზოდ დაწყებული კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ხორცით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე

🔵„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა

🔵„რატომ უნდათ ახალგაზრდებს ბანკში დასაქმება მოლარე ოპერატორებად, მონურ ხელფასზე და დესპოტურ სამუშაო გარემოში? - ფსევდო-პრესტიჟი ახალგაზრდების ექსპლუატაციაზე დგას“ - ბაია პატარაია 

წყარო: fortuna.ge