Digest Logo

კოლუმბიაში ოქროს მომპოვებელი მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

1792504926
ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა,

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს მომპოვებელი არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია აღნიშნავს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

ნარინიოს პროვინციის გუბერნატორის, ლუის ალფონსო ესკობარის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უკვე დასრულდა.

ტრაგედიის ფონზე, გუბერნატორმა ეროვნულ მთავრობას, მაღაროების ეროვნულ სააგენტოსა და ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდა, დააჩქარონ არალეგალური და მცირე მასშტაბით მომუშავე მაღაროელების ფორმალიზაციის პროცესი, რათა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები სათანადოდ გაუმჯობესდეს.

ცნობისთვის, ნარინიოს პროვინციაში ბოლო სამი თვის განმავლობაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ადამიანების დაღუპვის ეს უკვე მეორე ფატალური შემთხვევაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

🎥 „რა უფლება გაქვს, შვილს ტელეფონი წაართვა, როცა თავად 24 საათი გიჭირავს?“ – რუსკა მაყაშვილი შვილების აღზრდის მეთოდზე

⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული

წყარო: newshub.ge

✕