Digest Logo

კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა რუსულენოვან სიმღერებს ყიდიან - მანამდე, წყვილი უკვე დაემშვიდობა თავიანთ რუსულ უძრავ ქონებას

1680703011
ვერა ბრეჟნევავერა ბრეჟნევა

ბევრი ცნობილი უკრაინელი მომღერალი, რომლებმაც ახლახან გამოუშვეს სიმღერები რუსულად, ახლა აქტიურად წერენ მათ უკრაინულ ენაზე. ასე გამოხატავენ სოლიდარობას თანამემამულეებთან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

გამონაკლისი არც VIA Gra-ს პროდიუსერი და ყოფილი მონაწილე ვერა ბრეჟნევა იყო. 

ცნობილი გახდა, რომ პოპულარული წყვილი კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა რუსულენოვან სიმღერებს ყიდიან.

ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა რუსმა პროდიუსერმა გაავრცელა, რომელთანაც ვერა ბრეჟნევა წარსულში აქტიურად თანამშრომლობდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი სახეები უკვე დაემშვიდობნენ თავიანთ რუსულ უძრავ ქონებას.

ახლა, როგორც ჩანს, წყვილმა უფრო მკვეთრი ზომების მიღება გადაწყვიტა.

„ამ ბოლო დროს საიტებზე, სადაც საავტორო უფლებების მფლობელები ყიდიან სიმღერებს ვნახე ბრეჟნევას რეპერტუარი. ძალიან გამიკვირდა, რომ იყიდება სიმღერები VIA Gra-ს და ბრეჟნევას რეპერტუარიდან. ანუ ნებისმიერ დამწყებ არტისტს შეუძლია მელაძისგან სიმღერა იყიდოს. ვერა ბრეჟნევას თითქმის მთელი რეპერტუარი შეიძლება გამოისყიდოს. ის საჯარო დომენშია“, - ციტირებს პროდიუსერს (რომლის ვინაობა დაფარულია) სტატიის ავტორი.

თუმცა, არის თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

რაც შეეხება ადრესატებს, მელაძე ბრეჟნევას ვარსკვლავურ წყვილს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ძალიან დაგვაკლდებით, შეუფასებელია თქვენი წვლილი ქართულ სპორტში!“ - ზაზა ფაჩულია ჯამლეტ ხუხაშვილს ემშვიდობება

🔵 „რა კანონი და შინაგანაწესი გაქვთ ასეთი, რომ არაფრით არ შეიძლება“ - თეა გვასალია

🔵 „მომენატრება მისი პასუხი „როგორ ვარ და ფისკულტურულადო“ - ბესიკ გამყრელიძე