Digest Logo

კრიშტიანუ რონალდო გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, სეზონში €263 მლნ–ით

1751024021
კრიშტიანუ რონალდუ

გაირკვა კრიშტიანო რონალდოსა და „ალ-ნასრს“ შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები. 40 წლის პორტუგალიელი სეზონში 263 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. შესაბამისად, რონალდოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ.

გადასახადების გადახდის შემდეგ, კრიშტიანუ სუფთად მიიღებს დაახლოებით 183 მილიონ ევროს. ეს არის 15 მილიონი ევრო თვეში, 3.8 მილიონი კვირაში და 550 ათასი დღეში.

გარდა ამისა, პრესის ინფორმაციით, რონალდოს შესთავაზეს „ალ-ნასრის“ აქციათა მინორიტარული წილი, რითაც ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას საკლუბო პროექტში. პორტუგალიელ ლეგენდას ასევე ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში.

ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილს იყოფენ ქარიმ ბენზემა (ალ-ითიჰადი) და ლიონელ მესი (ინტერ მაიამი). მათი ხელფასი 200 მილიონს უტოლდება. ამ რეიტინგის მესამე ადგილზეა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე 77.5 მილიონით. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი კადრებია...“ - თაკო ჩხეიძის ფოტოები სოცქსელს იპყრობს

⭕„შენ შეიძლება, რაღაც მაღალ საფეხურზეც კი გადაუხვიო გზიდან...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდესო...“ - რას ჰყვება ვიტალი დარასელიას შვილიშვილი?

წყარო: 1tv.ge