
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რა სიმაღლეზეც არ უნდა იყო,
სანამ ხორცში ხარ,
სანამ სასუფევლის კარები შეგიღია,
რა სიმაღლეზეც არ უნდა იყო,
შენი თავისუფლება, რომელიც, ერთის მხრივ არის გარანტი შენი ზრდისა,
ამავე დროს, არის რისკის ფაქტორი შენს ცხოვრებაში,
რომ შენ შეიძლება, რაღაც მაღალ საფეხურზეც კი გადაუხვიო გზიდან,
იმიტომ, რომ თავისუფალი ხარ;
ამიტომ, ვერასდროს ვერ მოდუნდება ადამიანი,
და როგორც პავლე მოციქული ამბობს
- „ძალითი ძალად უნდა იღვაწოს და დიდებითი დიდებად წარემართებოდეს“,
და ამას არ აქვს დასასრული,
ვერ ექნება დასასრული“, - წერს დეკანოზის გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თამო ვაშალომიძე ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან