Digest Logo

კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ

1786515723
კრიშიანო რონალდო

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანელ მოდელ ჯორჯინა როდრიგესზე დაქორწინდა. წყვილმა სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა. 

წყვილმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საქორწინო ბეჭდები არის.

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი 11 აგვისტოს, ლისაბონის მახლობლად მდებარე ზღვისპირა ქალაქ კაშკაიშში გადაიხადა. ცერემონიას მათი ხუთივე შვილი ესწრებოდა.

ამ დროისთვის ქორწილის ცერემონიიდან მედიაში მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა.

წყვილი ერთმანეთს 2016 წელს, მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში შეხვდა, სადაც იმ პერიოდში ჯორჯინა გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა, რონალდუ კი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. მას შემდეგ მათი ურთიერთობა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

ოჯახის შექმნის შესახებ წყვილმა საზოგადოებას ზუსტად ერთი წლით ადრე, 2025 წლის 11 აგვისტოს აცნობა, როდესაც ჯორჯინამ ნიშნობის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ

⭕ 12 აგვისტოს თქვენი ცხოვრების ახალი სცენარი იწყება - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

⭕ „12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა! ჩამოწერეთ სურვილები და მიზნები“ - რა უნდა გააკეთოთ დღეს, რჩევები თაკო მელიქიშვილისგან!