![240-კილოიანი დათვი 240-კილოიანი დათვი](https://digest.ge/uploads/files/2025/02/10/65092/240-kiloiani-datvi_w_h.jpeg)
ლოს-ანჯელესი მცხოვრებ სემ არბიდს, რომელიც მასშტაბური ხანძრით გამოწვეული ევაკუაციის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელში დაბრუნდა, სახლის ქვეშ 240-კილოიანი დათვი დახვდა დამალული.
როგორც კაცმა CNN-ს განუცხადა, დათვი, რომელსაც „ბარი“ შეარქვეს, „მშვიდი არსებაა, რომელიც თავისი საქმეებითაა გართული“.
„მეზობლებისგან გვსმენია, რომ დიდი დათვი იყო, რომელიც სულ ამ ადგილას მოდიოდა. არავინ იცოდა, მართლა ცხოვრობდა თუ არა ის ჩვენი სახლის ქვეშ. ასე რომ, ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო“, - ამბობს სემ არბიდი.
კაცმა დათვი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სახლის ქვევიდან ამომავალი ხმები გაიგო. მისი თქმით, თავიდან პატარა ცხოველი ეგონათ, თუმცა, ადგილმზე უზარმაზარი დათვი დახვდათ.
გამოცემის ცნობით, ველური ბუნების დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ხანძარს გადარჩენილი ცხოველი სამალავიდან უვნებლად გამოეყვანათ.
ლოს-ანჯელესის ტყის დეპარტამენტის განცხადებით, ცეცხლმა, რომელიც იანვრის დასაწყიდში გაჩნდა, 14000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა და მრავალი ცხოველი იმსხვერპლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: