Digest Logo

ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: ეროვნულ ნაკრებსა და ნეაპოლში თავისი დონე აჩვენა - უნივერსალური ფეხბურთელია

1737467702
ლუის ენრიკე კვარაცხელია

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

მისი თქმით, 23 წლის ქართველი უნივერსალური თვისებების მქონე მოთამაშეა და შესანიშნავად ჯდება ფრანგული კლუბის ფილოსოფიაში.

„ვფიქრობ, ყველანი ვიცნობთ „კვარას“. ის არის მოთამაშე, რომელმაც თავისი დონე აჩვენა ნეაპოლსა და ეროვნულ ნაკრებში. ის ძალიან კარგად ჯდება ჩვენს სათამაშო ფილოსოფიაში. მას შესანიშნავად შეუძლია ერთი-ერთზე თამაში, შეუძლია 9-იანის პოზიციაში ითამაშოს, როგორც ამას ეროვნულ ნაკრებში აკეთებდა. მას ასევე შესანიშნავი სამუშაოს გაწევა შეუძლია დაცვაში - უნივერსალიზმის იდეას პასუხობს.

ჩვენ გვჭირდება, ერთდროულად დაგვეხმაროს შეტევასა და დაცვაში. ის კარგად ეწყობა ჩვენს საფეხბურთო სტილს. მოუთმენლად ველით, როდის ვიხილავთ მის თამაშს“, - ამბობს ლუის ენრიკე.

დიდი ალბათობით, „კვარას“ პირველ თამაშს პსჟ-ს შემადგენლობაში 25 იანვარს, რეიმსის წინააღმდეგ ვიხილავთ ლიგა1-ის ფარგლებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნუნუშა ვასაძე დოიაშვილს: მთელმა ქალაქმა გაიგო, რომ გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებს არიგებ, ფრთხილად იყავი, „ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვის“ მუხლი არ გაიჩალიჩო

🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „სიკეთის ფასი არაფერია“ - გაიცანით 12 წლის ბიჭი, რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, მისმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო