
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ 4:0 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა სამეფო კლუბი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის“ შეხვდება.
გქონდათ თუ არა „რეალთან“ ასეთი დომინანტური თამაშის იმედი? - მატჩის შემდეგ დასმულ ამ კითხვაზე ლუის ენრიკემ უპასუხა:
„თამაშის წინ ყოველთვის რთულია ამის გაგება, რა მოხდება მოედანზე. თითოეული შეხვედრის წინ უნდა იფიქრო, გააანალიზო და მეტოქე შეისწავლო, მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს – მოწინააღმდეგეს კი იმავეს გაკეთება უჭირს.
მადრიდელებთან შეხვედრაც ასე დავიწყეთ.
პირველი ათი წუთი გაგვიმართლა – მადრიდის „რეალის“ ორ შეცდომას და ჩვენთვის გაკეთებულ საჩუქარს ვგულისხმობ. შემდეგ კი უპირატესობის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით“, – განუცხადა ლუის ენრიკემ DAZN-ს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“დაამარცხა და ფინალშია
🎥 „ზოგჯერ ვფიქრობ ალისა უნდა მერქვას, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება საოცრებაა“ - მაკა შალიკაშვილი