Digest Logo

ლუვრის ძარცვის შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ

1779463593
გაძარცვეს ლუვრი

საფრანგეთში ლუვრის გაძარცვის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღება სურთ.

ფრანგული გაზეთის, Le Figaro-ს ცნობით, პროექტზე მუშაობას რეჟისორი რომენ გავრასი იწყებს. მომავალი ფილმი დაეფუძნება დოკუმენტურ გამოძიებასა და ჟურნალისტების - ჟან-მიშელ დეკიუჟის, ჟერემი ფამ-ლესა და ნიკოლა ტორენის წიგნს, რომელიც 27 მაისს გამოვა.

ჯერჯერობით შემქმნელები დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ: უცნობია როგორც სამსახიობო შემადგენლობა, ისე სურათის სათაური. თუმცა, ფრანგული მედია ამ პროექტს უკვე უწოდებს მომავალი წლების ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ კრიმინალურ ფილმს. წინასწარი მონაცემებით, პრემიერა 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

სიუჟეტს საფუძვლად ხმაურიანი ძარცვა დაედება, რომელიც 2025 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. მაშინ 4 ადამიანი ლუვრის აპოლონის გალერეაში შეიჭრა, ვიტრინები გატეხა და ისტორიული ღირებულების ცხრა საიუველირო ნაკეთობა მოიპარა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველა დროის ნომერ პირველია“ - ლუის ენრიკემ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე