Digest Logo

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე

1779458283
ბვორის ბედია

მომღერალი ბორის ბედია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან შეიყვარა, აქტუალობას დღესაც არ კარგავს.

ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც დაკლებულ კილოგრამებსა და სწორ კვებაზე ისაუბრა:

„თქვენთან ბოლო სტუმრობის შემდეგ დავიკელი 3,5 კილოგრამი. ახლა კიდე ვაპირებ ცოტას, შემდეგ უნდა ვიმუშაო შენარჩუნებაზე. ძირითადად სწორ კვებაზე ვარ, მაიონეზი ამოვიღე საერთოდ. ტკბილს მხოლოდ შავ შოკოლადს მივირთმევ. ბოლო კვება მაქვს დღის 4 საათზე. მინიმუმ 18-19 საათი უნდა გავიდეს კვებიდან, რომ მეორე დღეს მივირთვათ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა. ახლა კიდევ გადავეჩვიე. თან ვვარჯიშობ.

რატომღაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ უნდა დამეკლო კილოგრამები. ახალგაზრდა კაცი ვარ და არ არის სასიამოვნო ზედმეტი კილოგრამები. გიშლის ხელს ყველაფერში, მათ შორის გადაადგილებაში. ამიტომ დავიწყე. ისეთ აზარტში შევედი, არც მიფიქრია შეწყვეტა. დავრბივარ 5-6 კილომეტრს თავისუფლად დღეში“, - აღნიშნა ბორის ბედიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს გაკეთებული არჩევანი მომდევნო 6.5 წელს განსაზღვრავს“ - 22 მაისს მზისა და ურანის შეერთება მოხდა: ასტროპროგნოზი ნინა ხომერიკისგან

⭕  ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე: შრომას თუ გააგრძელებს, „ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს

⭕ „უსასრულობა და თვით ქრისტეს სამსახოვანი უზენაესობა აქვს აღიარებული წმინდა ნიკოლოზს“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე