Digest Logo

„მაიკლი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა💰

1782819335
ჯაფრი ჯექსონი

ბიოგრაფიული დრამა „მაიკლი“ მაიკლ ჯექსონის შესახებ მსოფლიო გაქირავებაში 977 მილიონი დოლარით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა. Variety-ს ცნობით, პრემიერის შემდეგ ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკაში 370.2 მილიონი დოლარი დააგროვა, საერთაშორისო ბაზრებზე კი კიდევ 607.2 მილიონი დოლარი.

ფილმმა გადაასწრო წინა რეკორდსმენებს - კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერს“, რომელმაც გაქირავება 975 მილიონი დოლარით დაასრულა, და ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებულ ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“, რომელმაც 911 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

პოპ-მუსიკის მეფის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 24 აპრილს გამოვიდა.

სურათის რეჟისორი ანტუან ფუკუაა, სცენარის ავტორი - ჯონ ლოგანი. „მაიკლში“ მთავარი როლი მუსიკოსის ძმისშვილმა, ჯაფარ ჯექსონმა შეასრულა. ფილმში ასევე მონაწილეობენ კოლმან დომინგო, ნია ლონგი, მაილზ ტელერი და ლორა ჰერიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕რა განსაკუთრებული თვისება აქვს მუქი ფერის ბალს და რა უნდა იცოდეთ მისი კურკის შესახებ

⭕„სერიალს გაყურებინეს, არსად წავსულვარ“ - მარი ნაკანის ქმარი განშორების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

⭕„ეს იქნება სრულიად მოულოდნელი სიურპრიზების და უნიკალური შანსების დრო“ - რჩევები ივნისის „მარწყვის“ სავსემთვარეობაზე