Digest Logo

„სერიალს გაყურებინეს, არსად წავსულვარ“ - მარი ნაკანის ქმარი განშორების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

1782814620
მარი ნაკანი

სკანდალური განშორების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს, გიორგი მამასახლისს შეურიგდა. ამის შესახებ ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ თავად დაწერა და ქმართან ერთად გადაღებული კადრებიც გამოაქვეყნა.

გადაცემა „სარკასტიკას“ წამყვანები ფოტოგრაფს ტელეფონით დაუკავშირდნენ და აღნიშნულ თემაზე კომენტარი სთხოვეს. როგორც აღმოჩნდა, მარი ნაკანი იმ დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც გიორგი მამასახლისმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა:

„ვუფრთხილდები პირად ცხოვრებას. არსად არ წავსულვარ, ტყუილი იყო. ეს სერიალი იყო, ჩამკეტეს და სერიალს გაყურებინეს. არ იყო ადვილი, ცოტა იმოქმედა ჩემზეც ფსიქოლოგიურად“, - ამბობს მარი ნაკანის ქმარი. 

როგორც თავად ფოტოგრაფი აღნიშნავს, იგი მეუღლესთან ხელახლა დაშორებას აღარ აპირებს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.

მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტიროდა და აღელვებული იყო, სადაც იხსენებდა მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავდა.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕„ეს იქნება სრულიად მოულოდნელი სიურპრიზების და უნიკალური შანსების დრო“ - რჩევები ივნისის „მარწყვის“ სავსემთვარეობაზე

⭕შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდაზე მოქცევის წესებს აქვეყნებს

⭕„დღეს შეიძლება მოულოდნელად დაინახო ახალი შესაძლებლობა ან იპოვო გამოსავალი რთული სიტუაციიდან“ - თაკო მელიქიშვილი 30 ივნისის ენერგიებზე