გუშინ პოპულარული მსახიობი მარგო რობი მომღერალ Charlie xcx-ის გადაცემას დისტანციურად ჩაერთო და დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
მომღერლის ერთ-ერთ კვითხვაზე, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიღებულ ყველაზე ცუდ საჩუქარს ეხებოდა, 35 წლის მსახიობმა ასეთი პასუხი გასცა:
„წლების წინ, როდესაც ჩემს კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემმა თანამემამულე მამაკაცმა მსახიობმა წიგნი მაჩუქა სახელწოდებით „ფრანგი ქალები არასდროს სუქდებიან“ და მითხრა, რომ ნაკლები უნდა ვჭამო.
ეს ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ზედმეტი კილოგრამები მაქვს.
ეს ფაქტი დღემდე ცუდად მახსენდება ვფიქრობ, რომ ეს მან მხოლოდ კარგი განზრახვით გააკეთა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა.
ისე კი ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება ყველამ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა ვაქციოთ და ფორმაში ყოფნაც ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს“, - აღნიშნა არგო რობიმ.
ცნობისთვის აღნიშნული წიგნი, რომლის ავტორიც მირელ გუილიანოა, 2007 წელს გამოაქვეყნა და ის ჯანსაღ კვებას ეხება.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე
წყარო: www.beaumonde.ge