Digest Logo

მე-5 ინაუგურაციის შემდეგ პუტინი 1-ელი ვიზიტით, სავარაუდოდ, ჩინეთს ეწვევა

1710936193
რუსეთის პრეზიდენი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, თავისი პირველი უცხოური ვიზიტი ჩინეთში მეხუთე ინაუგურაციის შემდეგ განახორციელოს, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის მაისის მეორე ნახევარში შედგება.

ინფორმაცია მზადების შესახებ „ვედომოსტს“ ვიზიტის ორგანიზების პროცესის ინფორმირებულმა ორმა წყარომ დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, 2023 წელს პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ.

რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული წყარო „ვედომოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინაუგურაციის შემდეგ პუტინის ვიზიტი ჩინეთში პირველი უცხოური ვიზიტი უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

პუტინის ჩინეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე კრემლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

„წყაროს ცნობით, დისკუსიის დღის წესრიგში, პირველ რიგში იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორმხრივი ურთიერთობები რუსეთსა და ჩინეთს შორის, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოება, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოების პროცესი, რომელსაც შესაძლოა ბელარუსიც მალე შეუერთდეს“, - წერს რუსული მედია. 

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 19 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიმდინარეობს მზადება პუტინის რამდენიმე უცხოური ვიზიტისთვის.

„ჩვენ ახლა ვამზადებთ პრეზიდენტის რამდენიმე ვიზიტს. მზადება მიმდინარეობს. როგორც კი დეტალები დაზუსტდება, შეგატყობინებთ“, - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერმა თავის რუს კოლეგას პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი „გამარჯვების მოპოვება“ მიულოცა.

„მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთი აუცილებლად მიაღწევს კიდევ უფრო დიდ წარმატებას სახელმწიფოს განვითარებასა და მშენებლობაში“, - ნათქვამია სი ძინპინის მისალოც განცხადებაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕ნარკოდამოკიდებულება, კაზინოში სიარული, პატიმრობა, დის შვილის შვილება, ნინო სუხიშვილზე შეყვარებული - სკანდალებში გახვეული თემურ თათარაშვილის პირადი

🎥 „მა, დილის ლექსს მეტყვი?“ – ანნა სულაბერიძის უსაყვარლესი ვიდეო